საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


2021 წლის 12 ივნისს, დასრულდა 10 და 16 წლამდე მოჭადრაკეთა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 9 რეგიონის(თბილისი, აჭარა, გურია, სამეგრელო – ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი) 180–ზე მეტმა მოჭადრაკემ. ფიდეს მაღლი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და დიდოსტატებით. კომისია მუშაობდა განუწყვეტლივ, ყოველ პარტიას აკვირდებოდა და აანალიზებდა კომპიუტერული პროგრამებით. რის შემდეგაც იძლეოდა ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს. სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად დებულების შესაბამისად, ჩემპიონატის მსვლელობის დროს სისტემატურად ხორციელდებოდა მეორე ვიდეო კამერით მონაწილეების ჩართვა Zoom–ში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებები. 10 და 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ლიდერების პირველ–მეხუთე დაფაზე მოთამაშეებს პირველივე ტურიდან ვალდებულება ქონდათ ზუმის მეორე დამატებითი კამერის ჩართვის. დღეში ერთი ტურის ჩატარებამ და დროის კონრტოლის 25 წუთამდე გაზრდამ, მაქსიმალურად მიუახლოვა ონლაინ ტურნირი, ლაივ ტურნირს. გაზარდა მწვრთნელების ჩართულობა ნათამაშები პარტიების გარჩევასა, თუ მომდევნოს მომზადებაში, რამაც ხელი შეუწყო მოჭადრაკეების პროფესიულ ზრდას. სამართლანი წესების დაცვის კომისიის დადასტურებით, ჩემპიონატზე სამართლიანი თამაშის წესების რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება. ზოგიერთ პარტიაში დამდგარი მოულოდნელი შედეგი გამოწვეული იყო მონაწილეების პირადი ტექნიკური, ინტერნეტ და ელ. ენერგიის მიწოდების ხარვეზების გამო. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის დირექციის, მსაჯთა კოლეგიის და სამართლანი წესების დაცვის კომისიის შეთანხმებული მუშაობის შედეგად ჩემპიონატი გაიმართა ფიდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად. საბოლოო გადაწყვეტილებებს  შესრულებაში აქტიურად  თამანშრომლობდნენ მოჭადრაკეები, მათი მშობლები და  მწვრთნელები. სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებებმა გაზარდა ნდობა ონლაინ ტურნირების. ჩემპიონატზე გამარჯვებულებს გადაეცათ ელექტრონული დიპლომები, ფულადი ვაუჩერები, მსოფლიო და ევროპის ონლაინ ჩემპიონატების საგზურები. ასევე დაითვალა მწვრთნელთა კონკურსის ქულები, რამაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახადა ჩემპიონატი. 

საბოლოო შედეგები:

16 წლამდე ჭაბუკები:

ადგილი -ლუკა კილაძე (თბილისი, მწვრთნელი - დავით ზარქუა)

II ადგილი - ილია კავკასიძე (თბილისი, მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა)

III ადგილი - კახაბერ კიზირია (ფოთი, მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა)

16 წლამდე გოგონები:

ადგილი - მარიამ სიჭინავა (თბილისი, მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა)

II ადგილი - ანა მამარდაშვილი (თბილისი)

III ადგილი - ქრისტინე ხვადაგიანი (ქუთაისი, მწვრთნელი - გიორგი ტყეშელაშვილი) 

10 წლამდე ჭაბუკები:

ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი, მწვრთნელი - ვანო მინდორაშვილი)

II ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ნონა ჭეფხოძე)

III ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი, მწვრთნელი - იოსებ კვირიაშვილი)

10 წლამდე გოგონები:

ადგილი - ბარბარე აშოთია (ქუთაისი, მწვრთნელი - გია მენაბდე) 

II ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ინგა კიკვიძე)

III ადგილი - მარიამ ნუკრაძე (გორი, მწვრთნელი - ოთარ დოლიძე)

უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია