საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


2021 წლის 15 მაისს, დასრულდა 14  და 18 წლამდე მოჭადრაკეთა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 9 რეგიონის(თბილისი, აჭარა, გურია, სამეგრელო – ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი) 110–მდე მოჭადრაკემ. ფიდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და დიდოსტატებით. კომისია მუშაობდა განუწყვეტლივ, ყოველ პარტიას აკვირდებოდა და აანალიზებდა კომპიუტერული პროგრამებით. რის შემდეგაც იძლეოდა ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს. სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად დებულების შესაბამისად, ჩემპიონატის მსვლელობის დროს სისტემატურად ხორციელდებოდა მეორე ვიდეო კამერით მონაწილეების ჩართვა Zoom–ში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებები. 14 და 18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის პირველი–ხუთი ლიდერების დაფაზე მოთამაშეები პირველივე ტურიდან მეორე დამატებითი კამერით. დღეში ერთი ტურის ჩატარებამ და დროის კონრტოლის 25 წუთამდე გაზრდამ, მაქსიმალურად მიუახლოვა ონლაინ ტურნირი, ლაივ ტურნირს. გაზარდა მწვრთნელების ჩართულობა ნათამაშები პარტიების გარჩევასა, თუ მომდევნოს მომზადებაში, რამაც ხელი შეუწყო მოჭადრაკეების პროფესიულ ზრდას. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის დირექციის, მსაჯთა კოლეგიის და სამართლანი წესების დაცვის კომისიის შეთანხმებული მუშაობის შედეგად ჩემპიონატი გაიმართა ფიდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისად. საბოლოო გადაწყვეტილებებს  შესრულებაში აქტიურად  თამანშრომლობდნენ მოჭადრაკეები, მათი მშობლები და  მწვრთნელები. სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებებმა გაზარდა ნდობა ონლაინ ტურნირების. ჩემპიონატზე გამარჯვებულებს გადაეცათ ელექტრონული დიპლომები, ფულადი ვაუჩერები, მსოფლიო და ევროპის ონლაინ ჩემპიონატების საგზურები. ასევე დაითვალა მწვრთნელთა კონკურსის ქულები, რამაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახადა ჩემპიონატი.

 
საბოლოო შედეგები:
18 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - აკაკი ყალიჩავა (ფოთი, მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა) - 8 ქულა;
II ადგილი - ლაშა კაჭკაჭიშვილი (თბილისი, მწვთნელი - დავით გურგენიძე) – 6 ქულა;
III ადგილი - ალექსანდრე წანაწყენიშვილი (გურჯაანი, მწვრთნელი - გია ქიტესაშვილი) – 6 ქულა.
18 წლამდე გოგონები:
I ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - მურმან ესაძე;ზურაბ სტურუა)– 7 ქულა;
II ადგილი - ეკატერინე ფიფია (თბილისი, მწვრთნელი - ზურაბ სტურუა);
III ადგილი - დიანა ლომაია (ფოთი, მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა;ზურაბ სტურუა) – 5,5 ქულა.
14 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი - ნიკოლოზ შამათავა (ზუგდიდი, მწვრთნელი - მადონა ბოკუჩავა) - 8 ქულა;
II ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი, მწვრთნელი - დავით ზარქუა) - 7 ქულა;
III ადგილი - დავით ნემსაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე).
14 წლამდე გოგონები:
I ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე);
II ადგილი - ლულუ დიასამიძე (ქობულეთი, მწვრთნელი - ჯამბულ მახარაძე);
III ადგილი - ანა მაჭარაშვილი (თბილისი, მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი).
უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია