2 დეკემბერს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 56 მოჭადრაკე. პირველ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს 2022 წლის საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის საგზურები.
საბოლოო შედეგები:
ჭაბუკთა შორის:
I ადგილი - ნიკოლოზ პეტრიაშვილი (თბილისი, მწვრთნელი - მიხეილ მჭედლიშვილი),
II ადგილი - გიორგი წანაწყენიშვილი (გურჯაანი, მწვრთნელი - გია ქიტესაშვილი),
III ადგილი - გიორგი გოგოლაშვილი (თბილისი, მწვრთნელი - დავით ზარქუა).
გოგონათა შორის:
I ადგილი - დიანა ლომაია (ფოთი, მწვრთნელი - გოჩა ჩაჩუა),
II ადგილი - ეკატერინე ფიფია (თბილისი, მწვრთნელი - ზურაბ სტურუა),
III ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - მურმან ესაძე, ზურაბ სტურუა).
საბოლოო შედეგები