საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


2021 წლის 28 აპრილს, დასრულდა 8  და 12 წლამდე მოჭადრაკეთა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 9 რეგიონის(თბილისი, აჭარა, გურია, სამეგრელო – ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი), 27 მუნიციპალიტეტის, 73 მწვრთნელის, 174 მოჭადრაკე. 

ფიდეს მაღლი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და დიდოსტატებით. კომისია მუშაობდა განუწყვეტლივ, ყოველ პარტიას აკვირდებოდა და აანალიზებდა კომპიუტერული პროგრამებით. რის შემდეგაც იძლეოდა ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს.

ჩემპიონატის დაწყებამდე სპეციალურად მოეწყო რამოდენიმე შეხვედრა, როგორც მწვრთნელებთან, ასევე მონაწილეებთან და მათ მშობლებთნ Zoom–ის საშუალებით, სადაც ყველა მოჭადრაკის მშობელი მონაწილეობდა. განსაკუთრებული ყურადღება და მუშაობა დაეთმო 8 წლამდე ჩემპიონატის ახალბედა მონაწილეებს. აღსაღნიშნავია რომ ასეთ გამოწვევებს, კერძოდ 8 წლიანების ონლაინ ტურნირებს ბევრი ორგანიზატორი არიდებს თავს.

დღეში ერთი ტურის ჩატარებამ და დროის კონრტოლის 25 წუთამდე გაზრდამ, მაქსიმალურად მიუახლოვა ონლაინ ტურნირი, ჩვეულებრივ ტურნირს. გაზარდა მწვრთნელების ჩართულობა ნათამაშები პარტიების გარჩევასა, თუ მომდევნოს მომზადებაში, რამაც ხელი შეუწყო მოჭადრაკეების პროფესიულ ზრდას.

სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად დებულების შესაბამისად, ჩემპიონატის მსვლელობის დროს სისტემატურად ხორციელდებოდა მეორე ვიდეო კამერით მონაწილეების ჩართვა Zoom–ში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებები. 12 წლიანებში მე–4 ტურიდან ლიდერების პირველი – სამი დაფის მონაწილეები ერთვებოდენ მეორე კამერით, ხოლო ბოლო ტურში პირველი–ხუთი ლიდერების დაფაზე მოთამაშეები. ხოლო 8 წლიანებში მე–4 ტურიდან ლიდერების პირველი დაფის მონაწილეები ერთვებოდენ მეორე კამერით, ხოლო ბოლო ტურში პირველი–სამი ლიდერების დაფაზე მოთამაშეები.

ჩემპიონატზე გამარჯვებულებს გადაეცათ ელექტრონული დიპლომები, ფულადი ვაუჩერები, მსოფლიო და ევროპის ონლაინ ჩემპიონატების საგზურები. ასევე დაითვალა მწვრთნელთა კონკურსის ქულები, რამაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახადა ჩემპიონატი.

საბოლოო შედეგები:

12 წლამდე ასაკის ჭაბუკები:

I - ერეკლე ტაბატაძე (თბილისი, მწვრთნელი - იოსებ კვირიაშვილი);

II - ირაკლი კილაძე (თბილისი, მწვრთნელი - დავით ზარქუა);

III - გიორგი გიორგაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე).

12 წლამდე ასაკის გოგონები:

I - მართა სორდია (თბილისი, მწვრთნელი - დიმიტრი კვარაცხელია);

II - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი, მწვრთნელი - ლეონიდ ნეურონოვი);

III - კესარია მგელაძე (ბათუმი, მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე).

8 წლამდე ასაკის ჭაბუკები:

I - ნიკა წულაია (თბილისი, მწვრთნელი - დიმიტრი კვარაცხელია);

II - რობერტ ჭიღვინაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - გიორგი მენაბდე);

III - ნიკოლოზ ალშიბაია (თბილისი, მწვრთნელი - ნატალია ეძგვერაძე).

8 წლამდე ასაკის გოგონები:

I - ბარბარე შონია (ბორჯომი, მწვრთნელი - გოჩა თორია);

II - ბარბარე ჭიოკაძე (თბილისი, მწვრთნელი - გოჩა თორია);

III - ემილი ბუაძე (ქუთაისი, მწვრთნელი - ხათუნა გუბელაძე).

უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია