2021 წლის 1-20 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში მსოფლიოს 106 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ფიდეს ონლაინ თასის გათამაშებაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 50–ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს და ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს:
18 წლამდე გოგონათა შორის – IV ადგილი, თამარ ესაძე, ქუთაისი, მწვრთნელი – მურმან ესაძე.
16 წლამდე გოგონათა შორის – VI ადგილი, დიანა ლომაია, ფოთი, მწვრთნელი – გოჩა ჩაჩუა.
12 წლამდე გოგონათა შორის – I ადგილი, ანასტასია კირთაძე, ქუთაისი, მწვრთნელი – ნიკოლოზ მანაგაძე.
12 წლამდე გოგონათა შორის – VII ადგილი, ქრისტინე ხვადაგიანი, ქუთაისი, მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი.
12 წლამდე გოგონათა შორის – IX ადგილი, მარიამ ცეცხლაძე, ბათუმი, მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი.
10 წლამდე გოგონათა შორის – VIII ადგილი, ანასტასია ჭიჭინაძე, ქუთაისი, მწვრთნელი გიორგი მენაბდე.
ფიდეს ონლაინ თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება.
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მოჭადრაკეებს!