საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


თბილისში, სასტუმრო ‘ბილტმორის’ კონგრეს ჰოლში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დასრულდა ქვეყნის ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის.
ტურნირში მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონობისთვის და ევროპის ჩემპიონატის სამი საგზურისთვის იბრძოდნენ.
ორივე ჩემპიონატი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და თითოეული შეჯიბრის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა.
ქალთა ასპარეზობას განსაკუთრებულ ელფერი შემატა მსოფლიოს წამყვანი ქართველი მოჭადრაკეების ასპარეზობამ:
ნანა ძაგნიძე – 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული, 2017 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული; მსოფლიო ტოპ- შვიდეულის წევრი წლების განმავლობაში
მერი არაბიძე – მსოფლიოს 2015 და 2023 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული. ევროპის 2023 წლის ჩემპიონი.
ბელა ხოტენაშვილი – მსოფლიოს 2015 და 2023 წლების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული
ასევე ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულების და პრიზიორების მონაწილეობამ, რომელთა შორის იყვნენ: ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე და მარიამ კალანდაძე.
საქართველოს ქალთა 82 -ე ჩემპიონატზე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე ნანა ძაგნიძე.
‘უკანასკნელად, საქართველოს პირველობაზე 15 წლის წინ ვითამაშე. წლევანდელ ჩემპიონატში ჩემთვის საინტერესო იყო ახალგაზრდა მოჭადრაკეებთან თამაში, განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ჩემზე კესარია მგელაძის თამაშმა დატოვა. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, აკაკი იაშვილს იდეალური სათამაშო პირობების შექმნისთვის.
ქალები - საპრიზო სამეული:

I ადგილი - ნანა ძაგნიძე - 7 ქულა;
II ადგილი - ბელა ხოტენაშვილი - 6,6 ქულა;
III ადგილი - მერი არაბიძე - 6 ქულა;

ვაჟთა ჩემპიონატზე მონაწილეთა შორის იყვნენ: ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები:მიხეილ მჭედლიშვილი და მერაბ გაგუნაშვილი.
ევროპის და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა წლებში: მიხეილ მჭედლიშვილი,მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, ნიკოლოზ კაჭარავა და ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
ვაჟთა ჩემპიონატზეც, პირველივე ტურიდან მოგებით დაიწყო და ბოლო ტურამდე ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა ლევან ფანცულაიამ.

ვაჟები - საპრიზო სამეული:

I ადგილი- ლევან ფანცულაია - 6,5 ქულა;
II ადგილი– გიგა ყუფარაძე - 6 ქულა;
III ადგილი– თორნიკე სანიკიძე - 5,5 ქულა;

საქართველოს ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს: ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა.
თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაობები და მალე გვექნება მსოფლიოში გამორჩეული საჭადრაკო სივრცე.
ჩემპიონატის სასტუმრო ‘ბილტმორში’ ჩატარებით ჩვენ შევეცადეთ მონაწილეებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სათამაშო გარემო შეგვექმნა. ’
ტურნირი ძალიან სოლიდური შემადგენლობით გამოირჩეოდა, ყოველდღე უშეღავათო და საინტერესო ბრძოლები მიმდინარეობდა.
ძალიან მიხარია, რომ მომავალი თაობის წარმომადგენლები საჭადრაკო თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო გაბედულები და ძლიერები ხდებიან
ყველა მონაწილეს მინდა გთხოვოთ რომ სწრაფად გაანალიზოთ გათამაშებული პარტიები და შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ.
გათამაშებული პარტიების დეტალური ანალიზი იქნება თქვენი წარმატების საწინდარი მომავალ ტურნირებში’ - განაცხადა საქართველოს ჭადრკაის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა.
საქართველოს ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, მონაწილეებისთვის იდეალური სათამაშო პირობები იყო შექმნილი. ჩემპიონატმა საკმაოდ საინტეროსოდ ჩაიარა და საპრიზო ადგილებისთვის ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. ჩვენმა ახალგაზრდა პერსპექტიულმა მოჭადრაკეებმა საკმარისი წინააღმდეგობა გაუწიეს გამოცდილ კოლეგებს’ - ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის პარტიების პირდაპირი ჩვენება მიმდინარეობდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო საჭადრაკო სერვერებზე და საჭადრაკო სამყარო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ჩემპიონატის მსვლელობას.

ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2025 ყველა უფლება დაცულია