დასრულდა საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით ორგანიზებული მწვრთნელთა ონლაინ ლექცია–სემინარი. დიდი ინტერესის გამო დაგეგმილი ხუთი ლექციის ნაცვლად ჩატარდა შვიდი ლექცია. სემინარს უძღვებოდა ფიდეს ინსტრუქტორი, ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი(2018–2021წწ.) – ილია კაკუშაძე.
მონაწილეობდნენ: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები; უმაღლესი და A კატეგორიის მწვრთნელები; 2021 წლის მწვრთნელთა კონკურსში(7-14 წწ.) I - XX ადგილებზე გასული მწვრთნელები; საერთაშორისო დიდოსტატები; საერთაშორისო და ფიდეს ოსტატები.
სემინარში მონაწილეებს გადაეცათ: Chessbase 16–ის ახალი ვერსია, გასარჩევი პროგრამა(სტოკფიში), უამრავი მაგალითები, პარტიები, პოზიციები და ელექტრონული წიგნები.
სემინარში მონაწილეებს ასევე გადაეცემათ სერთიფიკატი და შესაბამისი ქულები 2022 წლის მწვრთნელთა კონკურსში(7-14 წწ.) მონაწილეობისათვის.
უახლოეს მომავალში საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემია ისევ გეგმავს ონლაინ სემინარის ჩატარებას საჭადრაკო დებიუტების შესახებ.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ საინტერესო წინადადებები.
საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემია -
ელ. ფოსტა iochess.academy@gmail.com; T: 599 92–96–87.