10 - 21 ნოემბერს მონტენეგროში იმართება ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატი. ტურნირში მონაწილეობს 38 ქვეყნის ვაჟთა და 32 ქალთა გუნდი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. საქართველოს ვაჟთა ნაკრები ასპარეზობს შემდეგი შემადგენლობით: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე, ნიკოლოზ კაჭარავა, გიგა ყუფარაძე. ქალთა ნაკრები: ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ვაჟთა ქალთა