26 აგვისტოს ისლანდიაში სტარტს იღებს ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი. ჩემპიონატში მონაწილეობს 36 ქვეყნის 190-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 4 ქართველი მოჭადრაკე: ლევან ფანცულაია (2564), ლუკა პაიჭაძე (2564), გიგა ყუფარაძე (2476) და ნიკოლოზ კაჭარავა (2453). ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და დასრულდება 5 სექტემბერს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ევროს.