27 მარტს სლოვენიაში სტარტი აიღო ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა. ტურნირში მონაწილეობს 40 ქვეყნის 336 მოჭადრაკე, მათ შორის 5 ქართველი მოჭადრაკე: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ნოე თუთისანი, თორნიკე სანიკიძე. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ევროს. 1-20 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიო თასის საგზურებს. ღონისძიება დასრულდება 6 აპრილს.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია