20 - 30 აპრილს კუნძულ როდოსზე (საბერძნეთი) იმართება ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15, 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელი: ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე, ერეკლე ტაბატაძე, გაბრიელ გაბადაძე, მარიამ ცეცხლაძე, დავით თათვიძე, დათა ყალაბეგაშვილი, გაგა გვასალია, ანასტასია ქუთათელაძე, ნიკა წულაია, ბარბარე ჭიოკაძე, ბარბარე შონია. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ჭაბუკები U09, U11, U13. გოგონები U09, U11, U13.