17 - 30 მარტს მონტენეგროში იმართება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი. ღონისძიებაში მონაწილეობს 35 ქვეყნის 135 მოჭადრაკე, მათ შორის 8 ქართველი: ბელა ხოტენაშვილი (2491), ლელა ჯავახიშვილი (2443), მერი არაბიძე (2433), სალომე მელია (2366), ლილე ქორიძე (2122), ელენე წოწონავა (2030), ნია დონღვანი (2025) და დიანა ლომაია (1950). ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 60 000 ევროს.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია