1 ივლისს დასრულდა თბილისის ჩემპიონატი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში მონაწილეობდა 45-მდე მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ დიპლომები და მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცათ თასები.
საბოლოო შედეგები:
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
I ადგილი - ლუკა კილაძე (მწვრთნელი - დავით ზარქუა),
II ადგილი - დენიელ საფაროვი (მწვრთნელი - დავით არუთინიანი),
III ადგილი - დავით გოცირიძე (მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი).
14 წლამდე გოგონათა შორის:
I ადგილი - მარიამ გვათუა (მწვრთნელი - დავით ზარქუა).
II ადგილი - მარიამ სიჭინავა (მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა),
III ადგილი - მართა სორდია (მწვრთნელი - დიმიტრი კვარაცხელია).