15-22 აპრილს ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე გაიმართა თბილისის ონლაინ ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჭაბუკთა ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად, ხოლო გოგონათა ტურნირი კი წრიული სისტემით. ტურნირის მიმდინარეობას აკვირდებოდა სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია. ყოველდღიურად ჩატარდა 1 ტური და თითოეული მოჭადრაკეს ქონდა 25 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
საბოლოოდ შედეგები:
16 წლამდე გოგონები:
I ადგილი – თამარ თასოშვილი – 5 ქულა;
II ადგილი – ანასტასია ზარქუა (მწვრთნელი - დავით ზარქუა) – 5 ქულა;
III ადგილი – ანა მამარდაშვილი – 4 ქულა.
16 წლამდე ჭაბუკები:
I ადგილი – დენიელ საფაროვი (მწვრთნელი - დავიდ არუთინიანი) – 5,5 ქულა;
II ადგილი – ილია კავკასიძე (მწვრთნელი - ლაშა ჯანჯღავა) – 5,5 ქულა;
III ადგილი – გიორგი პაიკიძე (მწვრთნელი - ინგა ხურცილავა) – 5 ქულა.