დასრულდა საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მიხეილ მჭედლიშვილმა. 6 ქულით ვერცხლის მედალს დაეუფლა გიგა ყუფარაძე. 5 ქულით ბრინჯაოს მედალი ერგო თორნიკე სანიკიძეს. სამივე მოჭადრაკემ მოიპოვა 2023 წლის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზური. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 30 000 ლარს. ჩემპიონატის დახურვაზე მონაწილეები დააჯილდოვა და გამარჯვებულებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა, ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა!