2022 წლის 27 მარტს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა მსაჯთა სალიცენზიო გამოცდა. ეროვნული მსაჯის წოდების მოსაპოვებლად გამოცდაზე 11 აპლიკანტი გამოცხადდა. ჯამურად დაგროვილი ქულების მიხედვით გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და ეროვნული მსაჯის წოდება მიენიჭათ:
1. მარიამ დოლიძეს - 38 ქულა
2. მარიამ ნიქაბაძეს - 32 ქულა
3.ალექსანდრა ვახანიას - 30 ქულა
ტესტირების შესაძლო მაქსიმალური ქულა - 38
წოდების მინიჭებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულა - 30