14 - 27 ნოემბერს იტალიაში იმართება მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატი 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 50-ზე მეტი ქვეყნის 350-მდე მოჭადრაკე. მათ შორისაა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 37 000 ევროს.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია