24 ოქტომბერს იტალიაში სტარტი აიღო მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატმა 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 280-მდე მოჭადრაკე. მათ შორისაა მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი სოფიკო ტერელაძე. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 42 500 ევროს. ჩემპიონატი დასრულდება 6 ნოემბერს.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია: ქალთა ვაჟთა