5 - 13 ნოემბერს იმართება მსოფლიოს მე–4 ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს მსოფლიოს 45 ქვეყნის 250 მოჭადრაკე. მათ შორის 4 ქართველი მოჭადრაკე: ლერი ტალიკაძე, მარგალიტა ნათელაური, გიორგი ქველაშვილი და რომან წითელაძე. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.