საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


14 მაისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გაიმართა მწვრთნელთა/ახალგაზრდობისა და ბავშვთა კომისიის სხდომა. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდების სისტემის განახლება.

2. 2022 წლის 14 წლამდე მოჭადრაკეთა მწვრთნელების კონკურსის შემაჯამებელი ქულები.

3. პირველი მწვრთნელის სტიმულირება (დავით გურგენიძის წინადადება).

4. ტურნირებში მონაწილე ბავშვების სასწავლო დაწესებულების (კლუბი, სკოლა, აკადემია) მითითება (მაია ლომინეიშვილის წინადადება)

5. გიორგი ტყეშელაშვილისთვის A კატეგორიის მწვრთნელის ტიტულის მინიჭება.

6. კომისიის ვებ გვერდის ფუნქციების გაზრდა.

7. სხვადასხვა.  

მიღებული გადაწყვეტილებები 

1. მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა ჩატარდება თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 12 ივნისს, 15:00 საათზე.

1–10 ივნისის ჩათვლით გაიმართება სალიცენზიო გამოცდაზე გასვლის მსურველთა  4 ონლაინ სემინარი. ონლაინ–რეგისტრაცია 30 მაისამდე.

2. 2022 წლის 14 წლამდე მოჭადრაკეთა მწვრთნელების კონკურსის შემაჯამებელი ქულების განახლებისას გაიზარდა საქართველოს ჩემპიონატების საკონკურსო ქულები (ცხრილი თან ერთვის).

3. პირველი მწვრთნელის სტიმულირების მიზნით 7 და 8 წლამდე საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შედეგებით გამოვლინდება 2 საუკეთესო მწვრთნელი.

4. 2023 წლიდან ჩატარდება საქართველოს გუნდური ჩემპიონატი საუკეთესო კლუბის, სკოლის ან აკადემიის გამოვლენის მიზნით.

5. გიორგი ტყეშელაშვილს მიენიჭა A კატეგორიის მწვრთნელის წოდება.

6. კომისიის ვებ გვერდს მოთხოვნების შესაბამისად გაეზრდება ფუნქციები.

7. გაიზრდება კატეგორიის(თანრიგი) შესრულების შესაძლებლობა საქართველოს ასაკობრივ და სასკოლო ჩემპიონატებზე.

8. 29 მაისს 13:00 საათზე, გაიმართება 8, 10 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში.

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები და ქულები

უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია