2023 წლის 8 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად, ხოლო 7 ოქტომბერს 15:00 საათზე კი მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები ეროვნული არბიტრის წოდებაზე. გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:
1. 2023 წლის შესაბამისი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24ლ);
2. თითოეული სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია:
სს "საქართველოს ბანკი"
საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701
ბანკის კოდი BAGAGE22
რეგისტრაცია მწვრთნელთა გამოცდაზე რეგისტრაცია მსაჯთა გამოცდაზე