2024 წლის 27 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა C კატეგორიის მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:
1. 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
2. სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ.) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე - სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.
რეგისტრაცია მწვრთნელთა გამოცდაზე