წარმატებით იასპარეზა ნანა ძაგნიძემ ქალთა გრან-პრის მეორე ეტაპის ტურნირზე, რომელიც გაიმართა 1 - 14 თებერვალს მიუნხენში. საქართველოს ნაკრების ლიდერმა 11 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად და სულ მონაწილეობს 16 მოჭადრაკე. ყველა მათგანი ვალდებულია 3 ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა.
საბოლოო შედეგები:
1. ალექსანდრა კოსტენიუკი (ფიდე) – 7,5 ქულა;
2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 7 ქულა;
3. ნანა ძაგნიძე (საქართველო) - 6,5 ქულა;
4. ჰარიკა დრონავალი(ინდოეთი) – 6 ქულა;
5. ჟუ ჯინერი (ჩინეთი) – 5,5 ქულა;
6. ჟანსაი აბდუმალიკი(ყაზახეთი) – 5,5 ქულა;
7. ელიზაბეტ პეტცი (გერმანია) – 5,5 ქულა;
8. ტან ჟონგი (ჩინეთი) – 5,5 ქულა;
9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) –5 ქულა;
10. ალინა კაშინსკაია (პოლონეთი) – 4,5 ქულა;
11. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 4 ქულა;
12. დინარა ვაგნერი (გერმანია) – 3,5 ქულა;