საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის „ნიჭიერთა საჭადრაკო სკოლა“ იწვევს 5 – 6 წლის გოგონებს.
- პირველ ეტაპზე სკოლაში ჩაირიცხებიან 2017, 2018 წელს დაბადებული გოგონები;
- სასწავლო პროცესს თანამედროვე მეთოდოლოგიით გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები.
- მოსწავლეთა მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
- თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება 4–6 მოსწავლით;
- მეცადინეობა გაიმართება კვირაში 3–ჯერ;ხანგრძლივობა - 90 წუთი;
- რეგისტრაცია იწარმოებს 20 აგვისტოდან – 20 სექტემბრის ჩათვლით;
- მოსწავლეთა ტესტირება გაიმართება 21 – 26 სექტემბერს;
- სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს;
- სწავლის საფასური თვეში – 150 ლარი;
- სასწავლო პროცესი წარიმართება ეტაპობრივი სისტემით; ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად სამ თვეში ერთხელ ჩატარდება ტესტირება;
- სწავლებას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს სკოლის ადმინისტრაცია.
- მისამართი: თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე, ვერის ბაღი, კოსტავას 29.
- საკონტაქტო ინფორმაცია: სოფიო გვეტაძე 555 114-353; დათო კოდუა 593 399-264.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/FTbx5wKa3acScH9y9