6 აპრილს დასრულდა საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი. 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით ტურნირის გამარჯვებული გახდა ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძე. 6,5-6,5 ქულით II-V ადგილები გაიყვეს ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, შოთა აზალაძემ, მერი არაბიძემ და აკაკი ყალიჩავამ. უკეთესი კოოფიციენტით II ადგილი ერგო ნიკოლოზ პეტრიაშვილს, ხოლო III ადგილი კი შოთა აზალაძეს. საპრიზო ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება.