საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


ფიდეს ქალთა და ღონისძიებების კომისიების ორგანიზებით 19 ივნისს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე გაიმართა საერთაშორისო პირად-გუნდური ქალთა ონლაინ  - the Queens’ Online Chess Festival ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი. ტურნირი გაიმართა 4 სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიაში. საქართველოს ქალთა გუნდი ასპარეზობდა შემდეგი შემადგენლობით: ლილე ქორიძე, თამარ ესაძე, ანასტასია კირთაძე და მარიამ ცეცხლაძე.

2100-მდე რეტინგ კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ლილე ქორიძემ. ამავე კატეგორიაში 6,5 ქულა აიღო თამარ ესაძემ, 1800-მდე რეიტინგ კატეგორიაში 5 ქულის აღება შეძლო ანასტასია კირთაძემ, ხოლო 1500-მდე კატეგორიაში კი მარიამ ცეცხლაძემ 7 ქულა აიღო 11 შესაძლებლობიდან.

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის გუნდურ ჩათვლაში ქართველმა გოგონებმა დაიკავეს მე-3 ადგილი და მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, რომელიც გაიმართება 27 ივნისს და მასში მონაწილეობას მიიღებს ოთხივე კონტინენტის საუკეთესო 3-3 გუნდი. ხოლო ლილე ქორიძე ასევე იასპარეზებს ინდივიდუალურ ფინალურ ეტაპზე 26 ივნისს.

გამარჯვებულ მოჭადრაკეებთან ონლაინ სესიებს გამართავენ ცნობილი მწვრთნელები: არტურ იუსუპოვი, ალექსეი დრეევი და სხვები.

უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია