2 - 5 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ხოლო 5 - 8 აპრილს კი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი როგორც სწრაფ, ასევე ელვისებურ ჭადრაკში ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.