საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


2021 წლის 15 მარტს, დასრულდა 9  და 13 წლამდე მოჭადრაკეთა საქართველოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 110-ზე მეტი მოჭადრაკე.

სამართლიანი თამაშის წესების დასაცავად გატარებული იქნა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც განსაკუთრებულად აქტუალური საკითხია საჭადრაკო ონლაინ თამაშებზე.

ფიდეს მაღლი სტანდარტების შესაბამისად შექმნილი სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებით და დიდოსტატებით. კომისია მუშაობდა განუწყვეტლივ, ყოველ პარტიას აკვირდებოდა და აანალიზებდა სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით. რის შემდეგაც დებდა დასკვნებს და იძლეოდა შესაბამის რეკომენდაციებს.

განხორციელებული ღონისძიებების გასაცნობად ჩემპიონატის დაწყებამდე სპეციალურად მოეწყო შეხვედრა მწვრთნელებთან Zoom–კონფერენციაზე.

ჩემპიონატის დაწყებამდე სიახლეების გასაცნობად ასევე გაიმართა შეხვედრა მონაწილეების მშობლებთან Zoom–ის მეშვეობით, სადაც ყველა მოჭადრაკის მშობელი მონაწილეობდა.

მეტად საინტერესო და დაძაბული 9 ტურიანი შეხვედრების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

9 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი. მწვრთნელი - გიორგი ტყეშელაშვილი) - 9 ქულა;

II ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი. მწვრთნელი - ნანა ჭეფხოძე) - 7,5 ქულა;

III ადგილი - ლუკა ქუნთელია (თბილისი. მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი) - 6,5 ქულა.

9 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი. მწვრთნელი - გია მენაბდე – 8 ქულა;

II ადგილი - მარიამ ნუკრაძე (გორი. მწვრთნელი - ოთიკო დოლიძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი. მწვრთნელი - ინგა კიკვიძე) – 6 ქულა.

13 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი. მწვრთნელი - ვანო მინდორაშვილი) – 7,5 ქულა;

II ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი. მწვრთნელი - დავით ზარქუა) - 6,5 ქულა;

III ადგილი - თენგიზ თოიძე (ოზურგეთი. მწვრთნელი - დავით ზარქუა) – 6,5 ქულა.

13 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი. მწვრთნელი - ნიკოლოზ მანაგაძე) – 9 ქულა;

II ადგილი - II ადგილი - მართა სორდია (თბილისი. მწვრთნელი - დიმიტრი კვარაცხელია)  6,5 ქულა;

III ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი. მწვრთნელი - ლეონიდ ნეურონოვი) – 6 ქულა.

 

უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია