29 იანვარს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს საქართველოს 83-ე ვაჟთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი იმართება წრიული სისტემით და მონაწილეობს 10 მოჭადრაკე: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, ნიკოლოზ კაჭარავა, ლუკა პაიჭაძე, გიგა ყუფარაძე, თორნიკე სანიკიძესა, ნიკოლოზ ცომაია და ლუკა კილაძე. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 000 ლარს. ჩემპიონატი დასრულდება 7 თებერვალს.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია