5 - 7 დეკემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში - ნინო გურიელის თასი. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 13 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენდა 6000 ლარს. გამარჯვებულები ფულად პრიზებთან ერთად დაჯილდოვდნენ ნინო გურიელის სახელობის თასებით.
საბოლოო შედეგები:
ვაჟთა:
I - ყუფარაძე გიგა
II - გაგუნაშვილი მერაბ
III - სანიკიძე თორნიკე
ქალთა:
I - ბაციაშვილი ნინო
II - არაბიძე მერი
III - ქორიძე ლილე
დებულება ტექნიკური შედეგები