25 - 28 იანვარს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში - ნანა იოსელიანის თასი 2023. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 8000 ლარს. ღია და ქალთა ტურნირებში 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2023 წლის მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
დებულება ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია