5 - 8 მარტს იმართება საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატის მეორე ეტაპის ტურნირი, საქართველოს გრან-პრი 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. თითოეულ კატეგორიაში მონაწილეობს საქართველოს თასზე 1-8 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები. გრან-პრი ტარდება წრიული სისტემით 7 ტურად და 1-4 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს სუპერფინალის საგზურებს. ჩემპიონატი იმართება 3 ეტაპად: საქართველოს ონლაინ თასი, საქართველოს ონლაინ გრან-პრი და საქართველოს სუპერფინალი. საქართველოს თასი და გრანპრი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე, ხოლო სუპრეფინალი კი თბილისის ჭადრაკის სასახლეში. ჩემპიონატის საპრიზო ფონდში ფულადი პრიზები განსაზღვრულია როგორც მოჭადრაკეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის და შეადგენს 8100 ლარს.
ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია