საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


17 მარტს დასრულდა საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა 3 ეტაპად: საქართველოს ონლაინ თასისაქართველოს ონლაინ გრან-პრი და საქართველოს სუპერფინალი. ჩემპიონატის პირველი ეტაპი, საქართველოს თასი ჩატარდა ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე და მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 180-მდე მოჭადრაკემ.  ჩემპიონატის მეორე ეტაპი, საქართველოს გრან-პრი ჩატარდა ასევე ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე და მონაწილეობდა საქართველოს თასზე 1-8 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები. ხოლო ჩემპიონატის დასკვნით მესამე ეტაპს, საქართველოს სუპეფინალ უმასპინძლა თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე და მონაწილეობდა გრან-პრიდან შერჩეული 4-4 მოჭადრაკე თითოეულ კატეგორიაში და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ შერჩეული “მწვანე ბარათის” მქონე 2-2 მოჭადრაკე, ანუ თითოეულ კატეგორიაში 6-6 მოჭადრაკე. ჩემპიონატის საპრიზო ფონდში ფულადი პრიზები განსაზღვრული იყო როგორც მოჭადრაკეებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის და შეადგენდა 8100 ლარს.

თითოეულ კატეგორიაში პირველ ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური.

 

საბოლოო შედეგები:

9 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ნიკა წულაია (თბილისი; მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) -4 ქულა;

II ადგილი - ნიკოლოზ შანიძე (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 3,5 ქულა;

III ადგილი - გიორგი წულაია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)- 3 ქულა;

 

9 წლამდე გოგონები:

I ადგილი -ბარბარე ჭიოკაძე (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 4ქულა;

II ადგილი - ნია ბახტაძე (თბილისი; მწვრთნელი მირანდა ცინარიძე) – 3,5 ქულა

III ადგილი - ბარბარე შონია (ბორჯომი; მწვრთნელი გოჩა თორია) – 3 ქულა

 

11 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი) – 3 ქულა;

II ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 3 ქულა;

III ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 2,5 ქულა;

 

11 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი; მწრთნელი ინგა კიკვიძე) – 3,5 ქულა;

II ადგილი - მარიამ ნუკრაძე (გორი; მწვრთნელი ოთარ დოლიძე) -3,5 ქულა;

III ადგილი - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გია მენაბდე) – 2,5 ქულა;

 

13 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) - 3,5 ქულა;

II ადგილი - ლუკა კილაძე (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) - 3 ქულა;

III ადგილი - გიორგი გიორგაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) - 3 ქულა;

 

13 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია კირთაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) - 4,5 ქულა;

II ადგილი - კესარია მგელაძე (ბათუმი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) - 4 ქულა;

III ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) - 3 ქულა.

საბოლოო შედეგები

 

უკან
ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2024 ყველა უფლება დაცულია