მსჯავრდებულთა შორის პირველ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა ნაკრებმა გუნდმა. დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა!