6 - 15 მაისს გაიმართება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირის მიმდინარეობას დააკვირდება სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია. ჩემპიონატი ჩატარდება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com -ზე შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ყოველდღიურად ჩატარდება 1 ტური შემდეგი დროის კონტროლით - 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით. ჩემპიონატში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას, ხოლო II ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი ევროპის ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას. I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ ელექტრონული დიპლომები და ფასიანი ვაუჩერები. მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდება 5 მაისს.