კოვიდ-19 -ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგძლივი შესვენების შემდეგ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ პირველი ოფიციალური ტურნირი გამართა. 20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი. ტურნირი წრიული სისტემით გაიმართა 10 მოჭადრაკეს შორის. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 30600 ლარს. საბოლოო შედეგები:
1. ნინო ბაციაშვილი - 7 ქულა;
2 .მერი არაბიძე - 6,5 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა;
4. ლელა ჯავახიშვილი - 6 ქულა;
5. სოფიო გვეტაძე - 5 ქულა;
6. სალომე მელია - 5 ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი - 4 ქულა;
8.ნინო ხომერიკი - 3 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -2 ქულა;
10. ელენე წოწონავა - 0 ქულა;