6 - 15 ივნისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატი იმართება წრიული სისტემით 9 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. ტურნირში მონაწილეობენ: ლელა ჯავახიშვილი (IM, 2477), ნინო ბაციაშვილი (GM, 2453), მერი არაბიძე (IM, 2448), სალომე მელია (IM, 2368), სოფიო გვეტაძე (IM, 2306), მაკა ფურცელაძე (IM, 2287), ალექსანდრა ვახანია (WIM, 2135), თამარ ესაძე (1982), ელენე წოწონავა (WFM, 1915), დიანა ლომაია (WFM, 1846).
დებულება ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია