9 - 18 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 90-მდე მოჭადრაკე. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. I - II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების საგზურს.
დებულება ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია