თბილისის ჭადრაკის სასახლეში 7-15 აპრილს იმართება საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 130-მდე მოჭადრაკე. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით, დიპლომებითა და მედლებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები.