საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

 


18 იანვარს, სასტუმრო ‘ბილთმორში’ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები განიხილებოდა: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის 2024 წლის საანგარიშო მოხსენება და ჭადრაკის ფედერაციის 2024 წლის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ყრილობაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგების მნიშვნელობა ქართული ჭადრაკის განვითარებაში - წარმატებულად შეაფასდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა თავის მოხსენებაში ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ფედერაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ახალ მნიშვნელოვან პროექტებზე.

მათ შორის:

მიმდინარეობს ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. სულ რაღაც ერთ წელიწადში თბილისის ცენტრს დაამშვენებს მსოფლიოში ყველაზე მომხიბლველი ჭადრაკის სასახლე, რომელიც იქნება ქართული სპორტისა და კულტურის წარმატებისა და მდგრადობის განსახიერება. რეაბილიტაცია ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჭადრაკის სწავლების მეთოდიკის – ‘საფეხურები’ რომელიც შედგება მასწავლებლის 6 სახელმძღვანელოსა და 26 მოსწავლის რვეულისგან - გამოცემის უფლება ავტორისგან.

პროექტის ფარგლებში ბათუმში გაიმართა მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი ქვეყნის ყველა რეგიონის 140 მწვრთნელის მონაწილეობით.

ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული ფიდეს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება: ფიდეს ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი და ფიდეს მსოფლიო თასი (U08;U10;U12).

2024 წელს ’’ფიდეს’’ 100 წლის იუბილე მთელ საჭადრაკო სამყაროში საზეიმოდ აღინიშნა, მათგან გამორჩეული იყო საქართველოში ჩატარებული ღონისძიება

საჭადრაკო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია რეგიონებში.

რეგიონებისადმი მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ რეგიონულ ფედერაციებს გადასცა ყველაზე თანამედროვე ჰოლანდიური DGT 2500 ის 460 ელექტრონული საათი და 315 ჭადრაკის კომპლექტი.

უმნიშვნელოვანესია, რომ 2024 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ხელშეკრულება გააფორმა ახალ სპონსორთან პაშა ბანკთან, რომელიც ფედერაციას მხარს დაუჭერს სხვადასხვა მიმართულებით.

ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა ისაუბრა მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციაში მის მიერ განხორცილებულ წარმატებულ რეფორმებზე, სადაც ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორის პოსტზე მოღვაწეობს.

2025 წელს, საქართველო, პირველად უმასპინძლებს სამ უდიდეს და მნიშვნელოვან საჭადრაკო მოვლენას: ფიდეს მსოფლიო თასი (U08;U10;U12); ფიდეს ქალთა მსოფლიო თასი; ევროპის გუნდური ჩემპიონატი.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ნამდვილად ხაზს უსვამს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ორიენტირებულია ქართული ჭადრაკის განვითარებასა და მისი საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებაზე

ყრილობაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის ეფექტიანობა, ახალი ინიციატივებისა და პროექტების მნიშვნელობა და მიღწეული წარმატებები 2024 წელს.

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი: ‘მოჭადრაკეებისათვის შექმნილია იდეალური პირობები სათამაშოდ და სავარჯიშოდ. მსგავსი ხელშეწყობა არ მახსოვს ქართულ ჭადრაკში’

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის მოღვაწეობა ქართულ და მსოფლიო ჭადრაკში დიდად წარმატებულად მოიხსენია. ასევე აღნიშნა რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო საჭადრაკო ოჯახში და ერთ-ერთ წამყვან ფედერაციად ითვლება.

ქართული ჭადრაკის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, დიდი მადლობა გადაუხადა ფედერაციას მხარდაჭერისთვის და მოჭადრაკეებისათვის შექმნილი იდეალური პირობებისთვის.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპეციალური ნომინაციები გადაეცათ:

ნანა ძაგნიძეს - 2024 წლის ფიდეს უმაღლესი რეიტინგი ქალთა შორის;

ბაადურ ჯობავას - 2024 წლის ფიდეს უმაღლესი რეიტინგი მამაკაცთა შორის;

ნონა გაფრინდაშვილს - ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის;

ნატალია ეძგვერაძეს - 2024 წლის საუკეთესო ტრენერი;

სოფიო გვეტაძეს - შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისათვის;

დათო კოდუას - შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისათვის;

ვალერი გაფრინდაშვილს - შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისათვის;

ალექსანდრე არსენიძეს - შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისათვის;

სოფიო ნიკოლაძეს - შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისათვის;

მარგალიტა თანდაშვილს - თავდაუზოგავი საქმიანობისათვის;

ხათუნა გუბელაძეს - 2024 წლის მწვრთნელთა კონკურსში(14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის) გამარჯვებისათვის;

აჭარის ჭადრაკის ფედერაციას - საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო სპორტული შედეგისათვის.

ძებნა

 

მწვრთნელის რეგისტრაცია

მწვრთნელის გვერდი

მწვრთნელების სია

მწვრთნელების შემაფასებელი კრიტერიუმები

მწვრთნელების კატეგორიები

ფიდეს სარეიტინგო სიები

მსოფლიოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

საქართველოს საუკეთესო ასეულები 

გ-8 გ-10 გ-12 გ-14 გ-16 გ-18
ჭ-8 ჭ-10 ჭ-12 ჭ-14 ჭ-16 ჭ-18

 

Flag Counter

გამოკითხვა
მწვრთნელთა წახალისების სისტემა
მომწონს
არ მომწონს
უკეთესი შეიძლებოდა
 
© 2025 ყველა უფლება დაცულია