1 - 14 თებერვალს მიუნხენში იმართება ფიდეს ქალთა გრან-პრის მეორე ეტაპის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს საუკეთესო 12 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი, საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე. ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად და სულ მონაწილეობს 16 მოჭადრაკე. ყველა მათგანი ვალდებულია 3 ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი შეადგენს 80 000 ევროს.
ტურნირის ვებ-გვერდი ტექნიკური შედეგები