24 მარტიდან ნიუ-დელიში იმართება ფიდეს ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს საუკეთესო 10 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერები, საერთაშორისო დიდოსტატები ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი. ტურნირი დასრულდება 6 აპრილს. ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად და სულ მონაწილეობს 16 მოჭადრაკე. ყველა მათგანი ვალდებულია 3 ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი შეადგენს 80 000 ევროს.
ტურნირის ვებ-გვერდი ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია