15 - 28 მაისს ნიქოზიაში იმართება ფიდეს ქალთა გრან-პრის მეოთხე ეტაპის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს საუკეთესო 12 მოჭადრაკე ქალი. მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერები, საერთაშორისო დიდოსტატები ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი. ფიდეს ქალთა გრან-პრი ტარდება 4 ეტაპად და სულ მონაწილეობს 17 მოჭადრაკე. ყველა მათგანი ვალდებულია 3 ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი შეადგენს 80 000 ევროს.
ტურნირის ვებ-გვერდი ტექნიკური შედეგები პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია