12 - 23 ივნისს სენტ-ლუისში იმართება ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 10 მოჭადრაკე. მათ შორის საქართველოს ქალთა ნაკრები ლიდერი ნანა ძაგნიძე. ტურნირი იმართება წრიული სისტემით 9 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 200 000 აშშ დოლარს.
ტურნირის ვებგვერდი პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია