8 - 11 მარტს ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ადგილობრივ მოჭადრაკეებთან ერთად ტურნირში მონაწილეობდნენ საერთაშორისო დიდოსტატი ინგა ხურცილავა და საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე. ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა ინგა ხურცილავა.