13 - 15 დეკემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა ჭადრაკის მწვრთნელთა მეორე ეროვნული ფორუმი. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის 130-მდე მწვრთნელი.
ღონისძიების ცენტრალური ნაწილი დაეთმო ფედერაციის მიერ ბავშვთა ჭადრაკში დანერგილ ინოვაციურ სასწავლო პროგრამას ‘საფეხურები’.
განიხილებოდა:
• საფეხურების I-II-III ტომის ძირითადი ასპექტები
• პროგრამის განვითარება და განხორციელების ეტაპები
• ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები
• გამოვლენილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
• მიღებული შედეგები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა
მთავარი მომხსენებლები
• ნატალია ეძგვერაძე — პროგრამა “საფეხურების” მთავარი მენტორი
• დიანა დარჩია — პროგრამა “საფეხურების” მენტორი
• ხვიჩა ბახტაძე — პროგრამა “საფეხურების” მენტორი
სპეციალური სტუმარი
• სერგეი ტივიაკოვი (ნიდერლანდები) - ფიდე სენიორ მწვრთნელი
ტივიაკოვმა ისაუბრა:
• ბავშვთა ჭადრაკში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებსა და გლობალურ გამოწვევებზე
• მაღალი პოტენციალის მქონე ბავშვებთან მუშაობის ეფექტურ მეთოდებზე
• წარმატებული და სტაბილური შედეგების მიღწევის პრაქტიკულ გამოცდილებაზე