საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 28 თებერვლიდან – 17 მარტის ჩათვლით, გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა ონლაინ სემინარი თემაზე – ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა და პრაქტიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
სემინარი გაიმართება: 28 თებერვალს, 2, 5, 12 და 17 მარტს Skype-ში, 20:00 სთ–დან – 22:00 სთ–მდე.
I
28 თებერვალი, თემა – Chessbase ნაწილი პირველი
1. რა არის Chessbase და რატომ არის საჭირო 2. ბაზის გახსნა 3. სტოკფიშის ინსტალაცია 4. პარტიის და პოზიციის გარჩევა 5. ონლაინ პარტიების პოვნა.
II
2 მარტი, თემა – Chessbase ნაწილი მეორე
1. როგორ შევქმნათ სადებიუტო რეპერტუარი 2. როგორ ვიპოვოთ გეგმა კონკრეტულ დებიუტში 3. ფერის მიცემა(დაფაზე, სვლებზე და ტექსტზე) 4. სხვა ფუნქციები(დაკარგული გარჩეულის პოვნა, როგორ წავშალოთ პარტიები და ა.შ) 5. როგორ დავბეჭდოთ და რატომ არის აუცილებელი ფერადი ბეჭდვა 6. რატომ უნდა ვუყუროთ პარტიებს playchess –ში, რა განსხვავებაა.
III
5 მარტი, თემა – დებიუტი
1. რომელი დონიდან უნდა ავუხსნათ ბავშვებს დებიუტი და დაწყების კანონები 2. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს დებიუტი 3. რომელი სახელმძღვანელო არის საჭირო დებიუტისათვის 4. როგორ კეთდება დებიუტის ტესტირება Chessbase–ში.
IV
12 მარტი, თემა – შუა თამაში
1. რომელი დონიდან ვიწყებთ სტრატეგიის ახსნას 2. რომელი სახელმძღვანელო არის საჭირო სხვადასხვა დონისათვის 3. როგორ უნდა გაიარონ ბავშვებმა პრაქტიკა 4. კონკრეტული პოზიციების გათამაშება.
V
17 მარტი, თემა – ენდშპილი
1. რომელი დონიდან ვიწყებთ ენდშპილის ახსნას(სწორი მიმდევრობა) 2. რომელი სახელმძღვანელო არის საჭირო სხვადასხვა დონისათვის 3. როგორ უნდა გაიარონ ბავშვებმა პრაქტიკა 4. როგორ ვეთამაშოთ კონკრეტული პოზიციები სტოკფიშს.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები; უმაღლესი და A კატეგორიის მწვრთნელები; 2021 წლის მწვრთნელთა კონკურსში(7-14 წწ.) I - XX ადგილებზე გასული მწვრთნელები; საერთაშორისო დიდოსტატები; საერთაშორისო და ფიდეს ოსტატები.
სემინარში მონაწილეებს გადაეცემათ: Chessbase –ის ახალი ვერსია, გასარჩევი პროგრამა(სტოკფიში), რეკომენებული მაგალითები, პარტიები, პოზიციები და წიგნები Chessbase –ის და PDF ფორმატში.
სემინარში მონაწილეებს დამატებით მიეცემათ სერთიფიკატი და შესაბამისი ქულები 2022 წლის მწვრთნელთა კონკურსში(7-14 წწ.) მონაწილეობისათვის.
სემინარს ჩაატარებს ფიდეს ინსტრუქტორი, ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი(2018–2021წწ.) – ილია კაკუშაძე.
რეგისტრაცია: სემინარზე დასწრების უფლების მსურველებმა 25 თებერვლის 24:00 საათამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/egDthctRwRT817Eu5
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: giocaa64@gmail.com; T: 599 92–96–87.