“საფეხურების” იმპლემენტაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი

2025 წლის 17 მაისს, ფოთმა უმასპინძლა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონის ჭადრაკის წარმომადგენლებს — გაიმართა რეგიონული კონფერენცია, რომელიც ახალ სასწავლო მეთოდიკას ‘საფეხურებს’ მიეძღვნა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, ერთ სივრცეში მოიყარეს თავი 32-მა მწვრთნელმა 12 მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეობა, აზრთა გაცვლა და ინიციატივების გაზიარება ყველას ერთი მიზნის გარშემო აერთიანებდა — ბავშვებისთვის თანამედროვე და ხარისხიანი საჭადრაკო განათლების მიცემა.
ფოთიდან მესტიამდე, ოზურგეთიდან ჩხოროწყუმდე — ინოვაციური მეთოდიკა თითოეული მწვრთნელისთვის განვითარების ახალი შანსია და მათი ენთუზიაზმი – მოტივაცია აშკარად იგრძნობოდა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ხარისხის სერტიფიკატები მიიღეს — მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლიცენზიისკენ, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ‘საფეხურების’ საშუალებით დანერგონ ცოდნა მომავალ თაობაში. ’საფეხურები’— ეს მხოლოდ მეთოდიკა არ არის. ეს არის ჭადრაკის განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც ქმნის ბაზას ძლიერი, მოაზროვნე და მოტივირებული თაობის გასაზრდელად.
