დასრულდა საქართველოს სენიორ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი

დასრულდა საქართველოს სენიორ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი. ვაჟთა ტურნირი განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა – 7 ტურის შემდეგ 5.5 ქულა ერთდროულად სამმა მონაწილემ დააგროვა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I – ფრიდონ ყალაგაშვილი
II – ზაზა ხოფერია
III – გიორგი ბაგატუროვი
ქალთა შორის კი ქულათა მაქსიმალური რაოდენობით, შვიდიდან შვიდი გამარჯვება , ჩემპიონი გახდა ინგა ხურცილავა.
II – სოფიო ნიკოლაძე
III – ნანა მუსერიძე
ჩემპიონებმა მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები, რომელიც 2–15 ნოემბერს სერბეთში გაიმართება.