ფიდეს და საერთაშორისო არბიტრთა სემინარები

ივნისში ბათუმში გაიმართება ფიდეს და საერთაშორისო არბიტრთა სემინარები. ფიდეს არბიტრთა (FA) სემინარი გაიმართება 17-21 ივნისს და დასწრების უფლება აქვთ ეროვნულ არბიტრებს. ხოლო, 22-26 ივნისს კი ჩატარდება საერთაშორისო არბიტრთა (IA) სემინარი და დასწრების უფლება აქვთ ფიდეს არბიტრებს. სემინარების მონაწილეებს გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიენიჭებათ შესაბამისი არბიტრის წოდება. სემინარის ლექტორია საერთაშორისო არბიტრი, ფიდეს ლექტორი – აშოტ ვარდაპეტიანი.
ადგილები შეზღუდულია!
სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა.
სემინარის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზატორი, საერთაშორისო არბიტრი – დათო კოდუა.
საკონტაქტო ნომერი – 593399264, ელ ფოსტა – arb.chess.geo@gmail.com